ჯადოსნური აბაზანა/ინგლისური მარილის (მაგნიუმის სულფატის) აბაზანის სარგებელი

 

ინგლისურ მარილს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ორგანიზმის გასაწმენდად, ტკივილების მოსახსნელად და ზოგადად გასაჯანსაღებლად.

კანის ფორების მეშვეობით ინგლისური მარილი ადვილად აღწევს ორგანიზმში და გამოდევნის ტოქსინებს. ჩვენ სხეულში 325-ზე მეტ ენზიმს ესაჭიროება მაგნიუმი იმისათვის რომ ნორმალურად იფუნქციონიროს. მაგნიუმი სტიმულაციას უკეტებს ნერვების და კუნთების ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადით მომარაგებას.

ინგლისური მარილის აბაზანები დიდ დახმარებას უწევს ორგანიზმს კუნთების ტკივილისა და მიკოზის დროს, სხვადასხვა ანთებების დროს, ასევე, მკურნალობს ფრჩხილისა და ტერფის სოკოს, პოდაგრას, ქრონიკულ დაავადებებსა და ტკივილებს, არეგულირებს მინერალურ ბალანსს. ესეთი აბაზანები სხეულს სძენს მეტ ელასტიურობას. მას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი და სასრგებლოა სტრესის, შფოთვის და უძილობის დროს. ინგლისური მარილის აბაზანას გააჩნია ძლიერი დეტოქსის ეფექტი ამიტომ მას უნიშნავენ ხოლმე პაციენტებს ქიმიოთერაპიის დროს ან მის შემდეგ.

ორსულებმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე, ღია დამწვრობის ან ჭრილობის მქონე პაციენტებმა ინგლისური მარილის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

 

ინსტრუქცია:

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 40 წუთი, რადგან ორგანიზმს წყლიდან მინერალების შესათვისებლად 20 წუთი სჭირდება და ასევე 20 წუთია საჭირო ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად. აბაზანა აავსეთ თბილი წყლით და ჩაყარეთ ინგლისური მარილი შემდეგი რაოდენობით:

45-68 კილოგრამამდე წონის ადამიანებისთვის - 1 ჭიქას პლუს ½ ჭიქა ინგლისური მარილი.

68-90 კილოგრამამდე წონის ადამიანებისთვის - 2 ჭიქა ინგლისური მარილი.


თუ წონა 90 კილოგრამზე მეტია, ყოველ მომდევნო 50 კილოგრამზე ½ ჭიქით მეტი მარილი უნდა დაუმატოთ.

საბოლოო გზავნილი

ამ სტატიის მიზანია რომ ყურადღება მიაქციოთ ინგლისური მარილის მრავალ სარგებელს. გთხოვთ სიტყვაზე არ მენდოთ და საკუთარი პატარა კვლევა გააკეთოთ. ამ საკითხის ირგვლივ მრავალი საინტერესო რესურსი შეგიძლიათ იპოვოთ ქსელში.