ტვინის აღდგენის და განვითარების 6 ხერხი. ნეიროგენეზის ხელშემწყობი ფაქტორები

 

ცოტა ხნის წინ სამეცნიერო წრეებში აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ იდეას, რომ ასაკთან ერთად ადამიანის ტვინი კარგავს საკუთარ ნერვულ უჯრედებს: ისინი უბრალოდ ნადგურდება და მისი შედეგები შეუქცევადია.

 

ახლა ყველანი ვფიქრობთ, რომ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენი სამიზნე ნეიროგენეზი უნდა გახდეს, თუ გვინდა, რომ მეხსიერების ჩამოყალიბება და განწყობა გავაუმჯობესოთ, ან თუნდაც შევაჩეროთ სტრესთან და დაბარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.

ნეიროგენეზი პროცესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ტვინს შეუძლია ახალი ნეირონების შექმნის და მათი შეერთების სტიმულირება მოახდინოს. რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ჩვენი სწვლის შემეცნების, სივრცული აღქმის, სტრესისადმი მდგრადობის და ზოდაგად აზროვნების შესაძლებლოიბებს

დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა, რომ ასაკთან ერთად ჩვენი ტვინი იცვლება, დაზიანებები და მავნე ჩვევები (ალკოჰოლი /გარდა წითელი ღვინისა, თამბაქო, სტრესი, უძილობა, არასწორი კვება, უმოძრაობა და ..) მას ზიანს აყენებს. მაგრამ ტვინი რეგენერაციის უნარს ფლობს მას შეუძლია კვლავ შექმნას ნერვული უჯრედები და მაკავშირებელი ბილიკები მათ შორის.

ნეიროგენეზის მიდაღწევად საჭიროა ადამიანმა იმოქმედოს იყოს აქტიური და ყველანაირად მოახდინოს საკუთარი ტვინის ბუნებრივი შესაძლებლობების სტიმულირება. ქვემოთ მოვიყვანთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ შეგვიძლია ნეიორგენეზს შეუწყოთ ხელი.

 

შუალედური შიმშილობა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევრილოგიის პროფესორის მარკ მეტსონის მიხედვით შიმშილობა ზრდის ტვინის ნეიროგენეზის კოეფიციენტს. გარდა ამისა შუალედური შიმშილობა ხელს უწყობს ჰორმონი BDNF-ის გამოყოფას. ეს ჰორმონი დაკავშირებულია ნეიროპლასტიურობის ზრდასთან, რაც საშუალებას აძლევს ტვინს განაგრძოს განვითარება, დაეხმაროს ადამიანს ცვლილებებთან გამკლავებაში და ადაპტაციაში. ეს ჰორმონი ეხმარება ადამიანს რომ ის გახდეს სტრესისადმი უფრო მდგრადი.

შუალედური შიმშლობა ზრდის ამ ჰორმონის გამოყოფას 50–400%-ით.

 

შუალედური შიმშილობა ზრდის „ზრდის ჰორმონი-ს HGH წარმოქმნას. ეს ჰორმონი ძირითადად სიბერის საწინააღმდეგო/ახალგაზრდობის შენარჩუნების მახასიათებლებითაა ცნობილი მაგრამ ტვინის ფუნქციონირების კუთხით მას მრავალი სარგებელი მოაქვს მაგ. ნეიროგენეზი, ტვინის უჯრედების აღდგენა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

 

შუალედური შიმშილობა არის რეჟიმის ფორმა როდესაც ვანაცვლებთ კვების და შიმშილობის პერიოდებს. მაგალითად, თუ თქვენ დღის განმავლობაში ბოლო საკვებს 6 საათზე იღებთ და მეორე დღეს საუზმობთ დილის 10:00 საათზე, ეს უკვე შუალედურ შიმშილობას წარმოადგენს. შუალედური შიმშილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც ადამიანი იკვებება 8 საათის განმავლობაში და შიმშილობს 16 საათის განმავლობაში.

 

კვების რაციონი

კალორიების შემცირება 20-30%-ით გაზრდის ნეიროგენეზს. ფლავონოიდების მიღება, რომლებსაც მუქი შოკოლადი და მოცვი შეიცავს, გაზრდის ნეიროგენეზს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, წარმოდგენილი თევზის ქონში, როგორიცაა ორაგული და ნიგოზში ასევე გაზრდის ახალი ნეირონების წარმოქმნას. სამაგიეროდ რაციონს, რომელიც მდიდარია კარგად გაჯერებული ცხიმით, ნეიროგენეზზე ნეგატიური გავლენა ექნება.ეთანოლი... ალკოჰოლის მიღება შეამცირებს ნეიროგენეზს. თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის. რესვერასტროლმა, რომელსაც წითელი ღვინო შეიცავს აჩვენა, რომ ხელს უწყობს ახალი ნეირონების გადარჩენას. ასევე იაპონური მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ თხიერი რაციონი ამცირებს ნეიროგენეზს, საპირისპიროდ იმ საკვებისა, რომელსაც დაღეჭვა ესაჭიროება, ან სახრაშუნოა.

 


ფიზიკური ვარჯიშები

ფიზიკური აქტივობა და ნეიროგენეზი პირდაპირ კავშირშია.

ყოველთვის, როდესაც სხეულს მუშაობას ვაიძულებთ (იქნება ეს სეირნობა, ცურვა, სირბილი თუ ვარჯიში), ამით ხელს ვუწყობთ ტვინის ჟანგბადით კვებას.

გარდა იმისა, რომ ტვინს უფრო სუფთა და ჟანგბადით უფრო მეტად გაჯერებული სისხლი მიეწოდება, ხდება ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავება. ენდორფინები აუმჯობესებს ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, და ამ გზით სტრესთან ბრძოლაში გვეხმარება, აძლიერებს ბევრ ნერვულ სტრუქტურას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სტრესის დონეს ამცირებს, ხელს უწყობს ნეიროგენეზს. თქვენ მხოლოდ შესაფერისი აქტივობა უნდა გამონახოთ, რაც სიამოვნებას მოგიტანთ (ცეკვა, ველოსიპედით სეირნობა, სირბილი, ფიტნესი, იოგა .).

მედიტაცია
უდავო ფაქტია, რომ მედიტაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ტვინისთვის ეფექტი სრულიად გასაოცარია: მედიტაცია ხელს უწყობს შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაცია. საშუალებას გვაძლევს უკეთ აღვიქვათ რეალობა, სწორედ ვმართოთ ჩვენი მღელვარება და გავუმკლავდეთ სტრესს. მედიტაციის დროს ტვინი სხვა რიტმში მუშაობს: წარმოქმნის უფრო მაღალი ეფექტურობის ალფა-ტალღებს. აღნიშნული ტიპის ტალღები ხელს უწყობს მოდუნებას და ამავდროულად კონცენტრაციას და ასევე ახდენს ნეიროგენეზის და ნეირონების კავშირის სტიმულირებას.

სწავლა

რაც უფორ მეტ ახალ რაღაცას ვისწავლით მით უფორ მეტის ათვისებას უნარს შევიძენთ. ნეუროგენეზის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი აქტივობებით: კითხვა, უცხო ენების შესწავლა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სოციალიზაცია, მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, აღმოჩენები, გატაცება, მანქანის მართვის ათვისება, ზოგადად ყველა ახალი უნარის ათვისება

 

სექსი

სექსი ხსნის დაძაბულობას და სტრესს და ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს გვაძლევს, რაც ტვინის იმ ნაწილების სტიმულირებას ახდენს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

ისეთი ჰორმონები, როგიცაა სეროტონინი, დოპამინი და ოქსიტოცინი, გამომუშავდება პარტნიორთან სქესობრივი კავშირის მომენტში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ფორმირებას. თუმცა მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა რომ ძალიან აქტიურმა სქესობრივმა ცხოვრებამ არ გამოიწვიოს ცხოვრებისეული ძალის გაფლანგვა/გამოფიტვა და ძილის ნაკლებობა. რადგან ძილი ასევე ნეიროგენეზის ხელშემწყობი ფაქტორია.