შუალედური შიმშილობის 6 საოცარი სარგებელი თქვენი სხეულისა და გონებისთვის

 

შუალედური შიმშილობა არის რეჟიმის ფორმა როდესაც ვანაცვლებთ კვების და შიმშილობის პერიოდებს. მაგალითად, თუ თქვენ დღის განმავლობაში ბოლო საკვებს 6 საათზე იღებთ და მეორე დღეს საუზმობთ დილის 10:00 საათზე, ეს უკვე შუალედურ შიმშილობას წარმოადგენს. შუალედური შიმშილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, როდესაც ადამიანი იკვებება 8 საათის განმავლობაში და შიმშილობს 16 საათის განმავლობაში.

 


რამოდენიმე მაგალითი:


· საუზმე დილის 9:00 საათზე, ბოლო კვება 17:00 საათზე.

· საუზმე დილის 7:00 საათზე, ბოლო კვება 15:00 საათზე.

· საუზმე 11:00 საათზე, ბოლო კვება 19:00 საათზე.

· ან თქვენ შეგიძლიათ იშიმშილოთ კვირაში 1 ხელ. 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წყალი მიიღოთ.


გარდა იმისა რომ ეს რეჟიმი წონაში დაკლების კარგ მეთოდს წარმოადგენს მას აქვს უამრავი საოცარი სარგებელი. ქვემოთ მოვიყვან რამოდენიმე მათგანს.


1. ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნევრილოგიის პროფესორის მარკ მეტსონის მიხედვით შიმშილობა ზრდის ტვინის ნეიროგენეზის კოეფიციენტს. ეს მრავალი კვლევით დასტურდება. ნეიროგენეზი წარმოადგენს ტვინში ახალი უჯრედების და ნერვული ბოჭკოების ზრდის და განვითარების პროცესს. ნეიროგენეზის მაღალი კოეფიციენტი დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირების, მეხსიერების, გუნება განწყობილების და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებასთან.

2. სტრესის შემცირება
შუალედური შიმშილობა ხელს უწყობს ჰორმონი BDNF-ის გამოყოფას. ეს ჰორმონი დაკავშირებულია ნეიროპლასტიურობის ზრდასთან, რაც საშუალებას აძლევს ტვინს განაგრძოს განვითარება, დაეხმაროს ადამიანს ცვლილებებთან გამკლავებაში და ადაპტაციაში. ეს ჰორმონი ეხმარება ადამიანს რომ ის გახდეს სტრესისადმი უფრო მდგრადი.

შუალედური შიმშლობა ზრდის ამ ჰორმონის გამოყოფას 50–400%-ით.


3. ზრდის ჰორმონის გამოყოფის კოეფიციენტის ზრდა

ზრდის ჰორმონი HGH ძირითადად სიბერის საწინააღმდეგო/ახალგაზრდობის შენარჩუნების მახასიათებლებითაა ცნობილი მაგრამ ტვინის ფუნქციონირების კუთხით მას მრავალი სარგებელი მოაქვს მაგ. ნეიროგენეზი, ტვინის უჯრედების აღდგენა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება. შუალედური შიმშილობა ბუნებრივი გზით ზრდის ამ სანატრელი ჰორმონის დონეს.


4. ენერგიის დონის ზრდა

შუალედური შიმშილობა ზრდის მიტოქონდრიის ბიოგენეზს. წარმოვიდგინოთ რომ მიტოქონდრია არის ჩვენი უჯრედების ელემენტები (batteries) რომელიც ენერგიას აძლევს უჯრედს რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია ი.ე. საკვები რომელსაც ჩვვენ ვიღებთ რომ გადააქციოს ენერგიათ.

5. წონის კლება კუნთოვანი მასის შენარჩუნებით
დიეტით წონის დაკლების ყველაზე ცუდი გვერდითი მოვლენაა კუნთოვანი მასის დაკარგვა. კველევები აჩვენებს რომ შუალედური შემშილობის მეშვეობით იწვება მხოლოდ ცხიმი და ხდება კუნთოვანი მასის შენარჩუნება.


6. წონის კლება, ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება
შუალედურ შიმშილობას ძირითადად წონის დაკლების მიზნით მიმართავენ. თუ თქვენ ამ გზით იკვებებით თქვენი სხეული იძულებეული ხდება დახარჯოს დაგროვილი ცხიმი ენერგიის მისაღებათ. კალორიების ამ გზით გახარჯვა უზრუნველყოფს თქვენი სხეულის ზედმეტი ცხიმის წვას. ასევე ეს მეთოდი „ცხიმის მწველი“ ჰორმონების (მაგ: ზრდის ჰორმონი და ინსულინი) გამოყოფის ოპტიმიზირებას ახდენს. მოკლედ რომ შევაჯამოთ კვების ამ რეჟიმის მეშვეობით იწვება ცხიმი შაქრის ნაცვლად. სხვათა შორის ცხიმი ბევრად უფრო სუფთა სახის საწვავია ვიდრე კარბოჰიდრატები, მისი წვისას 1) მეტი ენერგია წარმოიქმნება 2) ნაკლები თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება. ასე რომ შუალედური შიმშილობა სხეულში ანთების შემცირებასაც იწვევს და კიბოს  და მრავალი ქრონიკული დაავადების პრევენციასაც უწყობს ხელს (თავისუფალი რადიკალების შემცირების გზით).


საბოლოო გზავნილი

  • ამ სტატიის მიზანია რომ ყურადღება მიაქციოთ შუალედური შიმშილობის მრავალ სარგებელს. გთხოვთ სიტყვაზე არ მენდოთ და საკუთარი პატარა კვლევა გააკეთოთ. ამ საკითხის ირგვლივ მრავალი საინტერესო რესურსი შეგიძლიათ იპოვოთ ქსელში. ასევე გაითვალისიწნეთ რომ მიუხედავად იმისა რომ ადამიანების უფრო დიდი ნაწილისთვის შიალედური შიმშილობა სასარგებლოა ის არ არის შესაფერისი ყველასათვის.


  • შუალედური შიმშილობა წონის კლების ერთ-ერთი ქმედითი საშუალებაა. წონის კლებას იწვევს როგორც კალორიების შემცირება (რადგან ძირითადად პატარა დროის მონაკვეთში ნაკლებ კალორიებს ვიღებთ) ასევე სასარგებლო ჰორმონების ზემოქმედება.


  • შუალედური შიმშილობა შესანიშნავი საშუალებაა ჯანმრთელობის და ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.