დააბრუნეთ დრო, იყავით მარად ახალგაზრდა

ვაკუუმურ თერაპიას ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყენებდნენ  აღმოსავლურ  და ასევე დასავლურ ტრადიციულ მედიცინაში,  როგორც ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისათვის,
ასევე ცალკეულ დაავადებებთან საბრძოლველად. ეს მეთოდი ახლაც საკმაოდ პოპულარულია და მრავალი ცნობილი სპორტსმენი თუ მსახიობი  წარმატებით იჯანსაღებს სხეულს სწორედ ვაკუუმური თერაპიის გამოყენებით.
რამდენიმე წელია ვაკუუმურ თერაპიას სათანადო ყურადღება ექცევა სილამაზის ინდუსტრიაშიც. სახის ვაკუუმური მასაჟი სპა-ცენტრების ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გახდა. ჟურნალ Vogue-ის სტატიაში,  „სელებრითების“ ცნობილი აკუპუნქტურისტი და მანუალური თერაპევტი შელი გოლდშტეინი რეკომენდაციას უწევს სახის ვაკუუმურ მასაჟს  და  უწოდებს მას  სახის კანის გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ არაინვაზიურ მეთოდს. “Marie Clair”   -ის სტატიაში ნათქვამია, რომ  ვაკუუმური მასაჟი კანის დაბერების ერთერთ საუკეთესო პროცედურად ითვლება ჰოლივუდში.
„Hollywood reporter”: სანტა მონიკას სილამაზის პარკში, ოსკარის ლაურიატების ესთეტიკური გურუ ჯეიმი შერილი საუბრობს ვაკუუმურ მასაჟზე: ამ მასაჟს შეუძლია გააქროს სტრესის კვალი თქვენი სახიდან. ასევე, პროცედურა უზრუნველყოფს გაცილებით უფრო ახალგაზრდულ იერს მოცულობის დაკარგვის გარეშე. ჯეიმი შერილი რეკომენდაციას უწევს მსახიობებს ჩაიტარონ პროცედურა ოსკარების გადაცემის ცერემონიამდე ორი დღით ადრე. „ეს პროცედურა უძილო ღამეების საუკეთესო ანტიდოტია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სახე დასასვენებლად გყავდა გაგზავნილი“.
„ეს ანტიკური მეთოდი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ლიმფოდრენაჟს, ამავდროულად ხელს უწყობს კანის უჯრედებში ფიბრობლასტებიდან ელასტინის და კოლაგენის წარმოქმნას“ Joshua Zeichner, ნიუ იორკის საინაის ჰოსპიტალის დერმატოლოგიური და კოსმეტიკური კლინიკური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი.
ვაკუუმური მასაჟი  მოქმედებს არა მხოლოდ კანის ზედაპირულ შრეზე, არამედ კუნთებსა და ცხიმის ფენაზე.  სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურების შედეგად უმჯობესდება  კანის კვება, აქტიურდება ელასტინის და კოლაგენის წარმოქმნა. მასაჟი ხელს უწყობს   მეტაბოლიზმის პროდუქტის გამოდევნას, სუფთავდება ფორები, უმჯობესდება კანის ფერი, მცირდება ნაოჭები.
ვაკუუმური მასაჟი გამაახალგაზრდავებელი პროცედურების იმ იშვიათ რიგს მიეკუთვნება, სადაც ეფექტურობა  სიმარტივისა და  ხელმისაწვდომობის პროპორციულია. საბედნიეროდ ვაკუუმური თერაპიის სეანსის ჩატარება არა მხოლოდ სპა სალონებშია შესაძლებელი. შესაბამისი აღჭურვილობისა და მასაჟის ტექნიკის ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია  საკუთარ სახლში თქვენივე ხელით ჩაიტაროთ ეს პროცედურა. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მასაჟის პრინციპები ჩვენს ცენტრში და დღეში სულ ათიოდ წუთის დახარჯვით გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და დაიბრუნოთ სილამაზე.
20 იანვარს შაბათს 15:00 საათზე. პიროვნული განვითარების ტრენინგცენტრი და იოგას სტუდია პრანა გთავაზობთ სახის ვაკუუმური ქილების მასტერკლასს. დაგვირეკეთ 599532513. იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია! ღირებულება, 14 იანვრამდე გადახდის შემთხვევაში 150 ლარი, 14 იანვრის შემდეგ 180 ლარი.ვაკუუმური მასაჟი გამაახალგაზრდავებელი პროცედურების იმ იშვიათ რიგს მიეკუთვნება, სადაც ეფექტურობა  სიმარტივისა და  ხელმისაწვდომობის პროპორციულია. საბედნიეროდ ვაკუუმური თერაპიის სეანსის ჩატარება არა მხოლოდ სპა სალონებშია შესაძლებელი. შესაბამისი აღჭურვილობისა და მასაჟის ტექნიკის ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია  საკუთარ სახლში თქვენივე ხელით ჩაიტაროთ ეს პროცედურა. თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მასაჟის პრინციპები ჩვენს ცენტრში და დღეში სულ ათიოდ წუთის დახარჯვით გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა და დაიბრუნოთ სილამაზე.